
საკანონმდებლო ორგანომ „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 80 ხმით მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, კანონპროექტი მომხსენებელმა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ წარადგინა.
„კანონპროექტით წარმოდგენილი ახალი რეგულაციები იძლევა დაზვერვის სააგენტოს - საკადრო, საფინანსო და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების სწრაფად და ოპერატიულად მიღების შესაძლებლობას.
კერძოდ, მკაფიოდ გაიმიჯნება და კიდევ ერთხელ დაზუსტდება უფლებამოსილებები, რომლებსაც უშუალოდ ახორციელებს დაზვერვის სააგენტოს უფროსი და ის უფლებამოსილებები, რომლებიც ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge