ტრამპის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს მეფე, ჩარლზ მესამე აშშ-ს 27-30 აპრილს ეწვევა

ტრამპის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს მეფე, ჩარლზ მესამე აშშ-ს 27-30 აპრილს ეწვევა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გაერთიანებული სამეფოს მეფე, ჩარლზ მესამე მეუღლესთან ერთად ამერიკას სახელმწიფო ვიზიტით 27-30 აპრილს ეწვევა.

„მე და მელანია მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ მათი უდიდებულესობა, გაერთიანებული სამეფოს მეფე და დედოფალი 27-30 აპრილს შეერთებულ შტატებს ისტორიული სახელმწიფო ვიზიტით ეწვევიან, რომლის ფარგლებში 28 აპრილის საღამოს გაიმართება შესანიშნავი ბანკეტი თეთრ სახლში. აღნიშნული დიდებული თარიღი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რადგან წელს ჩვენ ჩვენი ქვეყნის დაარსებიდან 250 წლისთავს აღვნიშნავთ. მოუთმენლად ველი შეხვედრას მეფესთან, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. ეს შესანიშნავი იქნება!“, - დაწერა ტრამპმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია