უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: ბრიუსელი კიევს რეფორმების დაჩქარებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყანა მილიარდობით ევროს დაკარგვის რისკის წინაშე დადგება

უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: ბრიუსელი კიევს რეფორმების დაჩქარებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყანა მილიარდობით ევროს დაკარგვის რისკის წინაშე დადგება

იმედი|imedinews.ge

ბრიუსელი აძლიერებს ზეწოლას უკრაინაზე მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად, რადგან კიევის მიერ პროცესის გაჭიანურება საფრთხის ქვეშ აყენებს ევროპული ფონდებიდან მისაღებ მილიარდობით ევროს, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ 30 მარტით დათარიღებულ წერილში, რომელიც The Kyiv Independent-მა მოიპოვა, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ჩამოთვალა 11 რეფორმა, რომელთა დასრულებაც უკრაინამ 2025 წლის განმავლობაში დათქმულ ვადებში ვერ შეძლო.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ რეფორმების მიღება ქვეყნისთვის 4 მილიარდი ევროს გამოყოფის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

უკრაინას გაზაფხულის ბოლოსთვის ფინანსური რესურსი ამოეწურება, თუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი არ მოხსნის თავის წინააღმდეგობას კიევისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფაზე.

მართალია, რეფორმების შეუსრულებლობის გამო შეჩერებული თანხები შედარებით მცირეა, თუმცა ისინი მაინც მნიშვნელოვანი დახმარება იქნებოდა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია