ირანის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, რომ ომში ნებისმიერ ჩარევას „სახიფათო შედეგები“ მოჰყვება

ირანის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, რომ ომში ნებისმიერ ჩარევას „სახიფათო შედეგები“ მოჰყვება

იმედი|imedinews.ge

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, რომ ომში ნებისმიერ ჩარევას „სახიფათო შედეგები“ მოჰყვება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან სატელეფონო საუბრისას პეზეშკიანმა გააკრიტიკა ევროკავშირის პოზიცია, რომელიც მან შეაფასა როგორც „ნეგატიური და მიკერძოებული“ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებების მიმართ.

მისი თქმით, ეს თავდასხმები საერთაშორისო სამართლისა და იმ პრინციპების სერიოზული დარღვევაა, რომელთა დაცვასაც ევროპა თავადვე აცხადებს.

კოშტამ აღნიშნა, რომ პეზეშკიანთან სატელეფონო საუბრისას მან მხარეებს „დეესკალაციისა და თავშეკავებისკენ“ მოუწოდა.

„დიპლომატიისთვის სივრცე უნდა დარჩეს“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ამავდროულად აუცილებელია „ირანის მხრიდან მომდინარე უფრო ფართო უსაფრთხოების გამოწვევების მოგვარება“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია