მარკო რუბიო: ირანთან ომის დასრულების შემდეგ ნატოსთან ურთიერთობის გადახედვა მოგვიწევს

მარკო რუბიო: ირანთან ომის დასრულების შემდეგ ნატოსთან ურთიერთობის გადახედვა მოგვიწევს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-ის ეთერში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ნატო და აღნიშნა, რომ ირანთან ომის დასრულების შემდეგ მათ ალიანსთან ურთიერთობის გადახედვა მოუწევთ.

„ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, ეჭვგარეშეა, ამ კონფლიქტის დასრულების შემდეგ აღნიშნული ურთიერთობების გადახედვა მოგვიწევს. მოგვიწევს გადავხედოთ ნატოსა და აღნიშნული ალიანსის ფასეულობას ჩვენი ქვეყნისთვის. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს და ის ამას გააკეთებს.

ჩვენ მოგვიწევს გადავხედოთ, ემსახურება თუ არა ეს ალიანსი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში კარგად ემსახურებოდა ამ ქვეყანას, კვლავ ამ მიზანს, თუ ახლა ის ცალმხრივ ქუჩად იქცა, სადაც ამერიკა უბრალოდ ევროპის დასაცავად არის? მაგრამ როდესაც ჩვენი მოკავშირეების დახმარება გვჭირდება, ისინი გვიკრძალავენ ბაზების გამოყენების უფლებებს და გვიკრძალავენ ფრენას“, - განაცხადა რუბიომ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია