თეთრი სახლი: ტრამპი 1 აპრილს ირანთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს

თეთრი სახლი: ტრამპი 1 აპრილს ირანთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 1 აპრილს მოსახლეობას მიმართავს და ირანთან მიმდინარე ომთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა.

როგორც ლევიტმა განმარტა, ტრამპი განცხადებას საღამოს, ამერიკის დროით 21:00 საათზე გააკეთებს. თბილისის დროით ეს 2 აპრილს 05:00 საათზე მოხდება.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ორ-სამ კვირაში ირანში სამხედრო კამპანიის დასრულებას აპირებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია