
ჯეი დი ვენსი: უცხოური გავლენაა, როდესაც სხვა ქვეყნების მთავრობები გემუქრებიან და ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებენ, რათა გიკარნახონ, როგორ მისცეთ ხმა - ეს თქვენს სუვერენიტეტზე თავდასხმაა
უნგრეთში ვიზიტისას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა უცხოურ ჩარევაზე გაამახვილა ყურადღება.
სიტყვით გამოსვლისას მან მკაცრად დაგმო მცდელობები, რომლებიც მიზნად ისახავს სხვა ქვეყნების პოლიტიკურ ნებაზე ზემოქმედებას.
ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, უცხოური გავლენა ხშირად ინიღბება ეკონომიკური ზეწოლით, რათა ქვეყნებმა საკუთარი ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებები მიიღონ.
„უცხოური გავლენაა, როდესაც სხვა მთავრობები გემუქრებიან, გეპირფერებიან და ცდილობენ ეკონომიკური გავლენა გამოიყენონ იმისთვის, რომ გიკარნახონ, როგორ მისცეთ ხმა. და უნგრელი ხალხისთვის - მოგწონთ თუ არა ვიქტორ ორბანი, ეთანხმებით თუ არა ამა თუ იმ პოლიტიკას - ეს [გარე ჩარევა] ფუნდამენტურად თქვენს სუვერენიტეტზე თავდასხმაა
ამერიკას დიდი ეკონომიკური და სამხედრო ძალა აქვს, მაგრამ ჩვენ არასოდეს დაგვიშინებია უნგრეთი, რომ თუ ვიქტორ ორბანს არ აირჩევდით, დაფინანსებას შეგიწყვეტდით. ჩვენ პატივს ვცემთ უნგრელ ხალხს და მათ სუვერენიტეტს.
ის ფაქტი, რომ ამდენი უცხოური აქტორი - იქნებიან ეს ტრანსნაციონალური ორგანიზაციები, როგორიცაა ბრიუსელის ბიუროკრატია, თუ უცხოური მთავრობები - პირდაპირ ემუქრება უნგრელ ხალხს: „მიეცით ხმა ასე, თორემ შურს ვიძიებთ“, ძალიან უნდა გაბრაზებდეთ. თქვენ ამის წინააღმდეგ უნდა მისცეთ ხმა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ქვეყანაში სუვერენულები ხართ“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
TWITTER POST
იმედი
წყარო: imedinews.ge