თეთრი სახლის სპიკერი: ტრამპმა შესაძლოა ალიანსის გენერალურ მდივანთან ნატოში წევრობის შეწყვეტის საკითხი განიხილოს

თეთრი სახლის სპიკერი: ტრამპმა შესაძლოა ალიანსის გენერალურ მდივანთან ნატოში წევრობის შეწყვეტის საკითხი განიხილოს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეებმა „გამოცდას ვერ გაუძლეს“, როდესაც მან ირანთან ომი დაიწყო და მათ შეერთებულ შტატებს დახმარება არ გაუწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესმდივანი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„და დავძენდი, ძალიან სამწუხაროა, რომ ნატომ ზურგი აქცია ამერიკელ ხალხს ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში, მაშინ როცა სწორედ ამერიკელი ხალხი აფინანსებს მათ თავდაცვას“, - დასძინა ტრამპმა იმ განცხადების მიხედვით, რომელიც ლევიტმა დღევანდელ ბრიფინგზე წაიკითხა.

ტრამპი დღეს ნაშუადღევს ოვალურ კაბინეტში ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს უნდა შეხვდეს. ლევიტის თქმით, პრეზიდენტი მოუთმენლად ელის რუტესთან „ძალიან გულწრფელ და პირდაპირ საუბარს“.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ კვლავ ნატოდან გასვლას, ლევიტმა უპასუხა: „ეს არის ის, რაც პრეზიდენტმა უკვე განიხილა და ვფიქრობ, ეს არის ის, რასაც პრეზიდენტი რამდენიმე საათში გენერალურ მდივან რუტესთანაც განიხილავს“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია