
ტრამპი: წარუმატებელმა New York Times-მა და ყალბი ამბების შემქმნელმა CNN-მა გამოაქვეყნეს ირანთან მოლაპარაკებების სრულად გაყალბებული ათპუნქტიანი გეგმა, რომლის მიზანი სამშვიდობო პროცესში მონაწილე ადამიანების დისკრედიტაცია იყო
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გამოცემა The New York Times-ი და ტელეკომპანია CNN კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
ამჯერად, ტრამპი აღნიშნულ მედიებს ბრალს სდებს იმაში, რომ მათ ირანთან მოლაპარაკებების გაყალბებული ათპუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნეს.
„წარუმატებელმა New York Times-მა და ყალბი ამბების შემქმნელმა CNN-მა გამოაქვეყნეს ირანთან მოლაპარაკებების სრულად გაყალბებული ათპუნქტიანი გეგმა, რომლის მიზანი იყო სამშვიდობო პროცესში მონაწილე ადამიანების დისკრედიტაცია. ყველა ათი პუნქტი იყო გამოგონილი - გაბრაზებულო ხელმოცარულებო!!! გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული“, - დაწერა ტრამპმა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge