
ზელენსკი: აშშ ყურადღებას არ აქცევს ცნობებს იმის შესახებ, რომ რუსეთი ირანს ეხმარება, რადგან მოსკოვს ენდობა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ ყურადღებას არ აქცევს მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ამერიკულ ბაზებზე დარტყმების განხორციელებისას ეხმარება, რადგან ისინი პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს ენდობიან.
როგორც ზელენსკიმ The Guardian-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, ის ამ საკითხთან დაკავშირებით თეთრი სახლის ყურადღების მიქცევას ცდილობდა.
მისი თქმით, რუსულმა სამხედრო თანამგზავრებმა ისრაელსა და სპარსეთის ყურეში მდებარე კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, აგრეთვე ამერიკულ სამხედრო ბაზებს სურათები გადაუღეს და ირანს გადასცეს.
„ამის შესახებ საჯაროდ ვსაუბრობდი. დავინახეთ აშშ-ის რეაქცია რუსეთის მიმართ, რათა მას შეეწყვიტა ასეთი რაღაცების კეთება? პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი პუტინს ენდობიან. და ეს სამწუხაროა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდმა ვერ გაიგო „რა უნდა რუსეთს სინამდვილეში“.
ჟურნალისტმა ზელენსკის ჰკითხა, თუ რატომ მოხდა ასე. რაზეც მან უპასუხა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ორმა მრჩეველმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან და მის ჩინოვნიკებთან „ძალიან დიდი დრო გაატარეს“.
იმედი
წყარო: imedinews.ge