ხაშურში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

ხაშურში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

იმედი|imedinews.ge

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ჩადუნელმა შვილებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

9 აპრილს გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა, მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა, მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა, ასევე ხაშურის ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა. აღევლინა გმირთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი.

„9 აპრილი საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის ერთდროულად არის ცრემლისა და სიხარულის დღე, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ დასაბამი მისცა საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს“, - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია