
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გაცვალეს
იმედი|imedinews.ge
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გაცვალეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, რუსულმა მხარემ უკრაინას 1000 დაღუპული უკრაინელის ცხედარი გადასცა, ხოლო უკრაინულმა მხარემ რუსეთს 41 დაღუპული რუსი ჯარისკაცის ცხედარი დაუბრუნა.
რუსეთმა და უკრაინამ სამხედროების ცხედრები ერთმანეთში ბოლოს მიმდინარე წლის თებერვალში გაცვალეს. მაშინ რუსეთმა უკრაინას 1000 დაღუპული სამხედრო გადასცა, ხოლო კიევმა მოსკოვს - 35 ცხედარი.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge