მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. CNN: ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა ისრაელის გენშტაბის ყოფილი უფროსის ტელეფონი გატეხეს
CNN: ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა ისრაელის გენშტაბის ყოფილი უფროსის ტელეფონი გატეხეს

CNN: ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა ისრაელის გენშტაბის ყოფილი უფროსის ტელეფონი გატეხეს

იმედი|imedinews.ge

ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა ისრაელის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ჰერცი ჰალევის ტელეფონში შეაღწიეს და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჰაკერების ჯგუფმა „ჰანდალამ“ 19 ათასი კონფიდენციალური სურათი, ვიდეომასალა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ჰალევი გენშტაბის მეთაურის პოსტს 2023-2025 წლებში იკავებდა.

„ყველა თქვენი გასაიდუმლოებული ობიექტი, კრიზისული ცენტრები, რუკები და სამეთაურო ცენტრების პატარა დეტალებიც კი ჩვენთვის ღიაა, როგორც გადაშლილი წიგნი“, - აღნიშნულია ჰაკერების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც CNN-ი აღნიშნავს, ჰაკერებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს ათეულობით ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ სტუმრობს ჰალევი სამხედრო ბაზებს, ესწრება მნიშვნელოვან შეხვედრებს და ოჯახთან ატარებს დროს. სოციალურ ქსელში აგრეთვე ხელმისაწვდომი გახდა ჰალევისა და მისი მეუღლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების სურათები.

წყარომ ისრაელში მასალების ნამდვილობა დაადასტურა. ჰალევის წარმომადგენელს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუვრცელებია.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან მაჭავარიანი რადიკალებზე: მნიშვნელობა არ აქვს 26 მაისს დაამთხვევენ ისინი შეკრებას თუ აქციას, აბსოლუტურად განულებულები არიან

ლევან მაჭავარიანი რადიკალებზე: მნიშვნელობა არ აქვს 26 მაისს დაამთხვევენ ისინი შეკრებას თუ აქციას, აბსოლუტურად განულებულები არიან

იმედი

Bloomberg: რობერტ ფიცო პირობას დებს, რომ გააგრძელებს ბრიუსელის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას იმ შემთხვევაშიც, თუ უნგრეთში არჩვნებში ვიქტორ ორბანი და მისი გუნდი დამარცხდებიან

Bloomberg: რობერტ ფიცო პირობას დებს, რომ გააგრძელებს ბრიუსელის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას იმ შემთხვევაშიც, თუ უნგრეთში არჩვნებში ვიქტორ ორბანი და მისი გუნდი დამარცხდებიან

იმედი

ლევან მაჭავარიანი: ჩვენთვის ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ჩვენი მოქალაქეების განწყობები კონკრეტულად ევროკავშირის მიმართ არის შეცვლილი, ვინაიდან ჩვენ ყოველთვის ვმიჯნავთ ევრო ბიუროკრატიას და ევროპისა და ევროკავშირისგან

ლევან მაჭავარიანი: ამ დღეს ნამდვილად არ უხდება არც რადიკალიზმი, არც ექსტრემიზმი, არც ფაშიზმის გამოვლინებები, რომლებიც სამწუხაროდ რადიკალური ჯგუფების მხრიდან ვლინდება

ლევან მაჭავარიანი: ამ დღეს ნამდვილად არ უხდება არც რადიკალიზმი, არც ექსტრემიზმი, არც ფაშიზმის გამოვლინებები, რომლებიც სამწუხაროდ რადიკალური ჯგუფების მხრიდან ვლინდება

იმედი