საერთაშორისო სავალუტო ფონდი: ირანთან ომი ნიშნავს, რომ გლობალური ეკონომიკური ზრდა უფრო დაბალი იქნება, ვიდრე მანამდე იყო პროგნოზირებული

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: ირანთან ომი ნიშნავს, რომ გლობალური ეკონომიკური ზრდა უფრო დაბალი იქნება, ვიდრე მანამდე იყო პროგნოზირებული

იმედი|imedinews.ge

ახლო აღმოსავლეთში არსებულმა კონფლიქტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გლობალური ეკონომიკური პროგნოზის მკვეთრი ცვლილება გამოიწვია, - განაცხადა ფონდის მმართველმა დირექტორმა.

„რომ არა ეს შოკი, ჩვენ გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გავაუმჯობესებდით. თუმცა ახლა, ჩვენი ყველაზე იმედისმომცემი სცენარიც კი ზრდის ტემპის შემცირებას გულისხმობს“, - განაცხადა კრისტალინა გეორგიევამ. „რატომ? ინფრასტრუქტურის დაზიანების, მიწოდების ჯაჭვების შეფერხების, ნდობის დაკარგვისა და სხვა დამაზიანებელი შედეგების გამო“.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მომავალ კვირას გეგმავს „მსოფლიო ეკონომიკური პროგნოზის“ განახლებული ანგარიშის გამოქვეყნებას. იანვარში გამოქვეყნებულ წინა ანგარიშში, ფონდი წელს გლობალური ეკონომიკის 3.3%-იან, ხოლო 2027 წელს - 3.2%-იან ზრდას პროგნოზირებდა.

ომის ეკონომიკურ გავლენაზე საუბრისას, გეორგიევამ აღნიშნა, რომ საუკეთესო შემთხვევაშიც კი, წინა სტატუს-კვოსთან „მარტივი და სრულყოფილი დაბრუნება არ მოხდება“.

მან მაგალითად წითელ ზღვაში მდებარე ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე გემების მიმოსვლა მოიყვანა და განაცხადა, რომ ის ჯერ კიდევ ვერ აღდგა ჰუსიტი მეამბოხეების თავდასხმების შემდეგ, რომლებიც 2023 წლის მიწურულს დაიწყო. „მიმოსვლა კვლავ 2023 წლის დონის დაახლოებით ნახევარზეა გაჩერებული“, - აღნიშნა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ ომის „ჯაჭვური ეფექტები“ გარკვეულ დროს გასტანს. გეორგიევამ ხაზი გაუსვა დიზელისა და საავიაციო საწვავის დეფიციტს, ასევე შიმშილის საფრთხეს, სულ მცირე, 45 მილიონი ადამიანისთვის და დასძინა, რომ სასუქებზე მაღალი ფასების გამო, დროთა განმავლობაში ეს პრობლემა შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია