
ფრიდრიხ მერცი: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნატოს ერთიანობა შენარჩუნდეს და შეერთებულმა შტატებმა ალიანსი არ დატოვოს
იმედი|imedinews.ge
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნატოს ერთიანობა შენარჩუნდეს და შეერთებულმა შტატებმა ალიანსი არ დატოვოს, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უალტერნატივოა და ევროპის უსაფრთხოების მთავარი გარანტია.
„მე არ მინდა, რომ ნატო გაიყოს. ნატო არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი, მათ შორის და პირველ რიგში, ევროპაში. ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა შევინარჩუნოთ ცივი გონება. ამ ეტაპზე ამ ალიანსს ალტერნატივა არ აქვს, ამიტომაც ჩემი განსაკუთრებული ინტერესია მისი შენარჩუნება და განვითარება ამერიკის პრეზიდენტთან ერთად“, - განაცხადა მერცმა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge