მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯონ კერი: ნეთანიაჰუ ობამას ირანზე თავდასხმას სთხოვდა, მაგრამ უარი მიიღო
ჯონ კერი: ნეთანიაჰუ ობამას ირანზე თავდასხმას სთხოვდა, მაგრამ უარი მიიღო

ჯონ კერი: ნეთანიაჰუ ობამას ირანზე თავდასხმას სთხოვდა, მაგრამ უარი მიიღო

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს შეერთებულ შტატებს ირანზე თავდასხმას სთხოვდა, თუმცა მაშინ მან უარი მიიღო.

როგორც კერიმ ჯენ ფსაკისთან ინტერვიუში განაცხადა, ნეთანიაჰუს ირანზე თავდასხმაზე ობამას გარდა უარი უთხრეს აშშ-ის სხვა პრეზიდენტებმაც, კერძოდ ჯორჯ ბუშ უმცროსმა და ჯო ბაიდენმა, თუმცა მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავდასხმას დათანხმდა.

„პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან გამართული არაერთი მოლაპარაკების მომსწრე ვიყავი. მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყანაში იმართებოდა. მას სურდა, რომ ჩვენ [ირანისთვის] დაგვერტყა. ის მოვიდა პრეზიდენტ ობამასთან, გააკეთა პრეზენტაცია და სთხოვა, რომ დაერტყა. პრეზიდენტმა ობამამ უარი თქვა, პრეზიდენტმა ბაიდენმა უარი თქვა, პრეზიდენტმა ბუშმა უარი თქვა. ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც მას უსათუოდ დათანხმდა, პრეზიდენტი ტრამპი იყო“, - განაცხადა კერიმ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

POLITICO: ევროპელები აშშ-ს უფრო მეტად მიიჩნევენ საფრთხედ, ვიდრე ჩინეთს

POLITICO: ევროპელები აშშ-ს უფრო მეტად მიიჩნევენ საფრთხედ, ვიდრე ჩინეთს

იმედი

Financial Times: ევროკავშირი ახლო აღმოსავლეთში შექმნილი კრიზისის ფონზე რუსული გაზის იმპორტს ზრდის

Financial Times: ევროკავშირი ახლო აღმოსავლეთში შექმნილი კრიზისის ფონზე რუსული გაზის იმპორტს ზრდის

იმედი

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

იმედი

ირანის დელეგაცია ისლამაბადში აშშ-თან მოლაპარაკებებზე ჩავიდა

ირანის დელეგაცია ისლამაბადში აშშ-თან მოლაპარაკებებზე ჩავიდა

იმედი