Financial Times: ევროკავშირი ახლო აღმოსავლეთში შექმნილი კრიზისის ფონზე რუსული გაზის იმპორტს ზრდის

Financial Times: ევროკავშირი ახლო აღმოსავლეთში შექმნილი კრიზისის ფონზე რუსული გაზის იმპორტს ზრდის

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირმა მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში რუსული თხევადი გაზის იმპორტი გაზარდა, რადგან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მსოფლიო მიწოდების ჯაჭვებზე ზეწოლას ახდენს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

ენერგეტიკული კვლევითი ცენტრის Kpler-ის ინფორმაციით, ევროკავშირმა ციმბირში მდებარე „იამალის“ თხევადი გაზის საწარმოდან იმპორტი 17%-ით, 5 მილიონ ტონამდე გაზარდა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია Urgewald-ი იუწყება, რუსული თხევადი გაზის შესყიდვაზე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დაახლოებით 2,88 მილიარდი ევრო დახარჯეს.

რუსული გაზის შესყიდვა აჩვენებს, რომ ევროკავშირს კატარის გზის ჩანაცვლება სურს. როგორც გამოცემა იუწყება, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო კატარში თხევადი გაზის საწარმომ დაზიანება მიიღო, ხოლო ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა და წიაღისეულის ექსპორტი შეუძლებელი გახადა.

Financial Times-ი ვარაუდობს, რომ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი კრიზისის გამო გაზზე ფასის ზრდის წყალობით პროექტმა „იამალმა“ დიდი შემოსავალი მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელმა მოვლენებმა მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე დიდი რყევები გამოიწვია, ევროკავშირი არ აპირებს გადახედოს რუსული თხევადი გაზის იმპორტზე დაწესებულ აკრძალვას, რომელიც 2027 წლიდან შევა ძალაში, - წერს გამოცემა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია