ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც უკრაინაში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ეროვნული წინააღმდეგობის საფუძვლებს შეისწავლიან

ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც უკრაინაში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ეროვნული წინააღმდეგობის საფუძვლებს შეისწავლიან

იმედი|imedinews.ge

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც უკრაინაში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ეროვნული წინააღმდეგობის საფუძვლებს შეისწავლიან. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

სასწავლო პროგრამა არასრულწლოვანებისთვის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების სწავლებასა და პრაქტიკულ წვრთნას მოიცავს.

უკრაინის უმაღლესი რადის განცხადებაში წერია, რომ მოსწავლეებს და სტუდენტებს, განურჩევლად სქესისა, ეროვნული თავდაცვის უნარ-ჩვევებს პროფესიონალი ინსტრუქტორები ასწავლიან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია