ირაკლი მეზურნიშვილი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე: შეუიარაღებელი თვალით ჩანს მცდელობა გარე ჩარევის, განსაკუთრებით ბრიუსელის მხრიდან. ანალოგიურ სურათს ვაკვირდებოდით სულ ახლახან, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მსვლელობისას

ირაკლი მეზურნიშვილი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე: შეუიარაღებელი თვალით ჩანს მცდელობა გარე ჩარევის, განსაკუთრებით ბრიუსელის მხრიდან. ანალოგიურ სურათს ვაკვირდებოდით სულ ახლახან, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მსვლელობისას

იმედი|imedinews.ge

შეუიარაღებელი თვალით ჩანს აქ მცდელობა გარე ჩარევის, განსაკუთრებით ბრიუსელის მხრიდან, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა უნგრეთში.

მეზურნიშვილის თქმით, ანალოგიურ სურათს ვაკვირდებოდით სულ ახლახან, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მსვლელობისას.

„რა თქმა უნდა, ეს საყურადღებოა. ვუსურვებ უნგრეთს მშვიდობას, სტაბილურობას. ჩვენ დავაკვირდებით არჩევნების მიმდინარე პროცესებს.

ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ უნგრეთი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს. მაშინაც, როდესაც აბსოლუტურად დაუმსახურებლად იყო მცდელობები ჩვენი ქვეყნის დასჯის. მაშინ უნგრეთი ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე“, - აღნიშნა მან.

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ქართველი დეპუტატები დააკვირდებიან, უნგრული მხარის მიწვევით საპარლამენტო სადამკვირვებლო მისიით ბუდაპეშტშია საპარლამენტო დელეგაციის კიდევ ერთი ჯგუფი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია