Reuters: ესტონეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი აცხადებს, რომ ბალტიის ზღვაში რუსული ტანკერების დაკავება დიდ რისკებთან არის დაკავშირებული

Reuters: ესტონეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი აცხადებს, რომ ბალტიის ზღვაში რუსული ტანკერების დაკავება დიდ რისკებთან არის დაკავშირებული

იმედი|imedinews.ge

ნატოს წევრი ესტონეთი თავს შეიკავებს ბალტიის ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების დაკავებისგან. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

როგორც მაღალჩინოსანმა სარდალმა პარასკევს განაცხადა, არსებობს რისკი, რომ ნავთობტანკერებისა და დასავლეთის მიერ სანქცირებული სხვა გემების დაყადაღებამ შესაძლოა მოსკოვი მათ სამხედრო ძალით დაცვამდე მიიყვანოს.

„სამხედრო ესკალაციის რისკი უბრალოდ ძალიან მაღალია“, - განუცხადა Reuters-ს ესტონეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა, ივო ვარკმა.

„რუსეთის სამხედრო ყოფნა აქ, ფინეთის ყურეში, გაცილებით, გაცილებით უფრო თვალსაჩინო გახდა“, - აღნიშნა ვარკმა.

მისი თქმით, ესტონეთი ჩარევას მხოლოდ გარდაუვალი საფრთხის შემთხვევაში განიხილავს, როგორიცაა წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაზიანება ან ნავთობის დაღვრა.

„ცხადია, ატლანტის ოკეანესა და ჩრდილოეთის ზღვაში რუსეთის სამხედრო ყოფნა ძალიან მცირეა, რაც გაცილებით მეტ დროსა და მოქმედების თავისუფლებას გაძლევთ ამ გემების მიმართ, რადგან სამხედრო დაპირისპირებისა და ესკალაციის რისკი იქ ბევრად დაბალია“, - განაცხადა ვარკმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია