მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პაკისტანის პრემიერი აშშ-ირანის მოლაპარაკებებზე: ყველას გთხოვთ, ილოცოთ, რათა ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს
პაკისტანის პრემიერი აშშ-ირანის მოლაპარაკებებზე: ყველას გთხოვთ, ილოცოთ, რათა ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს

პაკისტანის პრემიერი აშშ-ირანის მოლაპარაკებებზე: ყველას გთხოვთ, ილოცოთ, რათა ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს

იმედი|imedinews.ge

იმ ფონზე, როდესაც ისლამაბადში ირანსა და აშშ-ს შორის პაკისტანის შუამავლობით დაგეგმილი მოლაპარაკებები ახლოვდება, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა პარასკევს ქვეყანას ტელევიზიით მიმართა.

„ეს გადამწყვეტი მომენტია“, - განაცხადა შარიფმა. „ყველას გთხოვთ, ილოცოთ, რათა ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს, უამრავი სიცოცხლე გადარჩეს და სამყარომ მშვიდობა იხილოს“.

შარიფმა შეაქო პაკისტანის არმიის სარდალი, ფელდმარშალი ასიმ მუნირი - აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირე - და საგარეო საქმეთა მინისტრი იშაკ დარი „ომის ალმოდებული ცეცხლის ჩაქრობისთვის“.

პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ხვალ, „ღვთის ნებით“, მოლაპარაკებებზე პაკისტანში როგორც აშშ-ის, ისე ირანის ხელმძღვანელობა იქნება წარმოდგენილი.

„პაკისტანის ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს ამ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების უზრუნველსაყოფად“, - თქვა შარიფმა. „ეს ყველაფერი ღვთის ხელშია“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დონალდ ტრამპი უმცროსი: ევროპაში ერთ ლიდერს აქვს პირდაპირი კავშირი თეთრ სახლთან და იმედი მაქვს, მხარს დაუჭერთ ვიქტორ ორბანს

დონალდ ტრამპი უმცროსი: ევროპაში ერთ ლიდერს აქვს პირდაპირი კავშირი თეთრ სახლთან და იმედი მაქვს, მხარს დაუჭერთ ვიქტორ ორბანს

იმედი

შალვა პაპუაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

შალვა პაპუაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

იმედი

ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი: არავინ ელოდა, რომ აშშ და ირანი შეთანხმებას პირველივე შეხვედრაზე მიაღწევდნენ

ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი: არავინ ელოდა, რომ აშშ და ირანი შეთანხმებას პირველივე შეხვედრაზე მიაღწევდნენ

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ოჯახთან ერთად სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ოჯახთან ერთად სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

იმედი