ისრაელი და ლიბანი 14 აპრილს ვაშინგტონში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავენ

ისრაელი და ლიბანი 14 აპრილს ვაშინგტონში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავენ

იმედი|imedinews.ge

ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ისრაელი და ლიბანი 14 აპრილს ვაშინგტონში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოსალაპარაკებლად შეხვდებიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„მხარეები სახელმწიფო დეპარტამენტში შეიკრიბებიან ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებისა და პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების თარიღზე შეთანხმების მიზნით“, – აღნიშნულია ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მანამდე ლიბანურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ მთავრობას მოუწოდა, ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებებისგან თავი შეიკავოს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია