14 აპრილამდე საქართველოში დროგამოშვებით, ზოგან ძლიერი ნალექია მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება

14 აპრილამდე საქართველოში დროგამოშვებით, ზოგან ძლიერი ნალექია მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება

იმედი|imedinews.ge

14 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნდება დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

12 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, ღამით მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +10, +15°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +6, +11°; მაღალმთაში ღამით -3, +2°, დღისით +3, +8°.

აღმოსავლეთ საქართველოში ასევე მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, მაღალმთაში ზოგან თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +2, +7°, დღისით +9, +14°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით +4, +9°; მაღალმთაში ღამით -6, -1°, დღისით +1, +6°.

თბილისშიც დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. იწვიმებს და იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +5°, დღისით +12°.

13 აპრილს მოსალოდნელია დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, ღამით მაღალთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +7, +12°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +4, +9°; მაღალმთაში ღამით -4, +1°, დღისით +1, +6°.

აღმოსავლეთ საქართველოშიც დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტეს რაიონში წვიმა, ზოგან ძლიერი. მთაში ზოგან თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +2, +7°, დღისით +7, +12°, მთაში ღამით -2, +3°, დღისით +3, +8°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, დღისით -1,+4°.

თბილისშიც მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +4°, დღისით +9°.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია