ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანს არჩევნების წინ მხარდაჭერა გამოუცხადა, -„ტურბულენტურ დროს სტაბილურობისა და გამოცდილი ლიდერობის არჩევა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანს არჩევნების წინ მხარდაჭერა გამოუცხადა, -„ტურბულენტურ დროს სტაბილურობისა და გამოცდილი ლიდერობის არჩევა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“

იმედი|imedinews.ge

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა თავის უნგრელ კოლეგას, ვიქტორ ორბანს საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მხარდაჭერა გამოუცხადა.

„კვირას მხარს ვუჭერ პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანს. ის ყოველთვის ძლიერი ევროპისთვის იბრძოდა, რათა აეშენებინა მშვიდობა, სუვერენული ერები, სუვერენული წევრები და კონკურენტუნარიანობა. ის ყოველთვის იცავდა უნგრეთის მოქალაქეებს და უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს. ტურბულენტურ დროს სტაბილურობისა და გამოცდილი ლიდერობის არჩევა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, - დაწერა ბაბიშმა სოციალურ ქსელ X-ში.

ბაბიშის მხარდამჭერი პოსტი თავად ორბანმაც გააზიარა და მას მადლობა გადაუხადა.

„გამოწვევებით აღსავსე დროს ძლიერი ერები და ლიდერები ერთად უნდა იყვნენ. როგორც პატრიოტები, ჩვენ კვლავაც სუვერენული ერების ევროპის ერთგულები ვრჩებით, რომელიც მშვიდობასა და საღ აზრზეა დაფუძნებული“, - დაწერა ორბანმა.

ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება.

🇭🇺🤝🇨🇿 Thank you, Prime Minister. In challenging times, strong nations and strong leaders must stand together. As patriots, we remain committed to a Europe of sovereign nations, built on peace and guided by common sense. https://t.co/vQ421HveXc — Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) April 11, 2026
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია