პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ამერიკულ და ირანულ მხარეებთან ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ამერიკულ და ირანულ მხარეებთან ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა

იმედი|imedinews.ge

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა ისლამაბადში აშშ-ირანის მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანულ და ამერიკულ მხარეებთან ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შარიფი ჯერ ირანულ დელეგაციას შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი და პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამად ბაღერი ღალიბაფი შედიან.

ირანელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პაკისტანის მთავრობის თავმჯდომარემ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს უმასპინძლა. ვენსთან ერთად შეხვედრაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ბიზნესმენი, დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი მონაწილეობდნენ.

აშშ-ირანის მოლაპარაკებები მოგვიანებით დაიწყება. სავარაუდოდ, მხარეები ჯერ არაპირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავენ, ხოლო შემდეგ პირისპირ შეხვდებიან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია