
Reuters: აშშ მზადაა კატარში გაყინულ ირანულ ფულს ყადაღა მოუხსნას
აშშ მზადაა კატარსა და სხვა ბანკებში გაყინულ ირანულ ფულს ყადაღა მოუხსნას. ინფორმაციას Reuters-ი ერთ-ერთ ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ვაშინგტონის ასეთი ნაბიჯი ისლამაბადში მოლაპარაკებების დაწყებამდე მისასალმებელია და მეტყველებს იმაზე, რომ ამერიკული მხარე შეხვედრის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი.
როგორც წყარომ სააგენტოს განუცხადა, გაყინული აქტივების გათავისუფლება ჰორმუზის სრუტის გახსნას პირდაპირ უკავშირდება. აღნიშნული საკითხი პაკისტანში გასამართ მოლაპარაკებებზე ერთ-ერთი საკვანძო იქნება.
ირანელ მაღალჩინოსანს არ უთქვამს, თუ რა თანხაზეა საუბარი, თუმცა Reuters-ის ვარაუდით, აშშ კატარში ირანის კუთვნილ 6 მილიარდ დოლარს ყადაღას მოუხსნის. არც ამერიკულ, არც კატარულ მხარეს ოფიციალური განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით არ გაუკეთებიათ.
იმედი
წყარო: imedinews.ge