მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ირანის ახალი უზენაესი ლიდერი დასახიჩრებულია და მკურნალობის კურსს გადის
Reuters: ირანის ახალი უზენაესი ლიდერი დასახიჩრებულია და მკურნალობის კურსს გადის

Reuters: ირანის ახალი უზენაესი ლიდერი დასახიჩრებულია და მკურნალობის კურსს გადის

იმედი|imedinews.ge

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი სერიოზულად არის დაჭრილი სახესა და ფეხებში და დღემდე მკურნალობის კურსს გადის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მოჯთაბა ხამენეიმ დაზიანებები ირანში ომის დაწყების პირველ დღეებში მიიღო, როცა ამერიკელებმა და ისრაელის არმიამ მამამისის, აიათოლა ალი ხამენეის სახლი დაბომბეს. იმ დროს ის მამამისთან ერთად სახლში იმყოფებოდა. ავიადარტყმების შედეგად ალი ხამენეი გარდაიცვალა.

როგორც Reuters-ი სამ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, მოჯთაბა ხამენეის სახე დასახიჩრებულია. მას აგრეთვე ერთ ან ორივე ფეხზე სერიოზული დაზიანება აქვს მიღებული.

56 წლის მოჯთაბა ხამენეი მკურნალობის კურსს გადის, თუმცა აზროვნების უნარი დაკარგული არ აქვს. ის მკურნალობის პარალელურად აუდიოკონფერენციის რეჟიმში ირანის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს ესაუბრება და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას იღებს.

მოჯთაბა ხამენეის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. მას შემდეგ, რაც ის 8 მარტს ირანის ახალ უზენაეს ლიდერად აირჩიეს, არ იყო გამოქვეყნებული მისი არცერთი ფოტოსურათი, ვიდეოკადრი ან აუდიოჩანაწერი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

იმედი

ისლამაბადში აშშ-ირანის მოლაპარაკებები დაიწყო

ისლამაბადში აშშ-ირანის მოლაპარაკებები დაიწყო

იმედი

ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 175 ჯარისკაცი დაიბრუნა

ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 175 ჯარისკაცი დაიბრუნა

იმედი

ტრამპი აცხადებს, რომ ბევრი ტანკერი ნავთობის საყიდლად ამერიკისკენ დაიძრა

ტრამპი აცხადებს, რომ ბევრი ტანკერი ნავთობის საყიდლად ამერიკისკენ დაიძრა

იმედი