
ტრამპი აცხადებს, რომ ბევრი ტანკერი ნავთობის საყიდლად ამერიკისკენ დაიძრა
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბევრი გემი ნავთობის საყიდლად ამერიკისკენ დაიძრა.
ტრამპის განცხადებით, ამერიკას ძალიან ბევრი და კარგი ხარისხის ნავთობი აქვს. ის მოუწოდებს სხვა ტანკერებსაც, ნავთობი და გაზი ამერიკისგან იყიდონ.
„სრულად ცარიელი სანავთობო ტანკერების დიდი რაოდენობა, რომელთა შორისაა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გემი, ზუსტად ახლა შეერთებული შტატებისკენ მოცურავს, რათა მსოფლიოში საუკეთესო და „უტკბილესი“ ნავთობით (და გაზით!) დაიტვირთონ. ჩვენ იმაზე მეტი და კარგი ხარისხის ნავთობი გვაქვს, ვიდრე მსოფლიოს ორ უმსხვილეს სანავთობო ეკონომიკას ერთად აღებულს. გელით. სწრაფი მომსახურება!“, - დაწერა ტრამპმა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge