
ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი: არავინ ელოდა, რომ აშშ და ირანი შეთანხმებას პირველივე შეხვედრაზე მიაღწევდნენ
იმედი|imedinews.ge
თავიდანვე არავინ ელოდა, რომ შეთანხმებას პირველივე შეხვედრაზე მივაღწევდით, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისმაილ ბაღაიმ ისლამაბადში აშშ-სთან გამართულ მოლაპარაკებებზე საუბრისას.
„რა თქმა უნდა, თავიდანვე არ უნდა გვქონოდა იმის მოლოდინი, რომ შეთანხმებას პირველივე შეხვედრაზე მივაღწევდით. ასეთი მოლოდინი არავის ჰქონია“, - აღნიშნა ბაღაიმ.
ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ასევე დასძინა, რომ დიპლომატიური ძალისხმევა პაკისტანთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან გაგრძელდება.
აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ისლამაბადში, პაკისტანის შუამავლობით გაიმართა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge