
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება
იმედი|imedinews.ge
უნგრეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ დილის საათებში მოლოდინს გადააჭარბა. არსებული მონაცემებით, დილის 07:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი უკვე 260 556-მა მოქალაქემ დააფიქსირა, რაც საერთო რაოდენობის 3,46%-ს შეადგენს.
ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება წინა, 2022 წლის არჩევნების მონაცემებს. მაშინ იმავე პერიოდში უბნებზე 139 667 ამომრჩეველი (1,82%) გამოცხადდა. წელს აქტივობის ზრდამ, წინა არჩევნებთან შედარებით, უკვე 120 889 ადამიანი შეადგინა.
უკვე 09:00 საათისთვის კი აქტივობამ 16,89% შეადგინა, 2022 წელს კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 10,31% იყო.
უბნები 19:00 საათამდე იმუშავებს.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge