
შალვა პაპუაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო
იმედი|imedinews.ge
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრნენ.
საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. სიონის საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე მოისმინა.
სააღდგომო ლიტურგიაზე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და თბილისის მერი კახა კალაძე იმყოფებოდნენ.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge