
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა
იმედი|imedinews.ge
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა. განახლებული მონაცემები უნგრეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.
არჩევნებს საერთაშორისო მედია აშუქებს. უნგრეთში მუშაობს ტელეკომპანია „იმედის“ ორი გადამღები ჯგუფი.
უნგრეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
დღეს დილიდან, უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოდან საპარლამენტო დელეგაცია სხვადასხვა საარჩევნო უბანზე აკვირდება.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge