ვიქტორ ორბანი: ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით - ყველამ უნდა იცოდეს ერთი რამ - ჩვენ არასდროს დავნებდებით

ვიქტორ ორბანი: ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით - ყველამ უნდა იცოდეს ერთი რამ - ჩვენ არასდროს დავნებდებით

იმედი|imedinews.ge

როგორც არ უნდა დასრულდეს ყველაფერი, ჩვენ ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მისი თქმით, მმართველ პარტიას 2,5 მილიონმა ადამიანმა გამოუცხადა ნდობა.

„ჩვენ წინაშე არსებული ამოცანა ნათელია. მმართველობის სიმძიმე ჩვენს მხრებზე არ არის, ამიტომ ჩვენი საქმე ჩვენი თემების გაძლიერებაა. ორი მილიონ ხუთასი ათასი ამომრჩეველი გვენდო. გვინდა, მათ გადავცეთ ეს გზავნილი: ჩვენ მათ იმედებს არასდროს გავუცრუებთ. და ამის თქმა არც კი მჭირდება, რადგან უკვე ოცდაათ წელზე მეტია, ერთად ვართ. ჩვენ რთული და მარტივი, ლამაზი და სევდიანი წლები გამოვიარეთ, მაგრამ აქაც და მთელ ქვეყანაშიც ყველამ უნდა იცოდეს ერთი რამ – ჩვენ არასდროს დავნებდებით“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია