ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი მიესალმება უნგრელი ხალხის ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულებას

ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი მიესალმება უნგრელი ხალხის ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულებას

იმედი|imedinews.ge

ემანუელ მაკრონმა პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვება მიულოცა. შესაბამისი განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში X გამოაქვეყნა.

„ახლახან ვესაუბრე პეტერ მადიარს, რათა მისთვის გამარჯვება მიმელოცა. საფრანგეთი მიესალმება დემოკრატიული ჩართულობის გამარჯვებას, უნგრელი ხალხის ერთგულებას ევროკავშირის ღირებულებებისადმი და უნგრეთის ევროპაში ყოფნას. ერთად წავიდეთ წინ უფრო სუვერენული ევროპისკენ - ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობისა და დემოკრატიისთვის“, - წერს მაკრონი.

ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შედეგად, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ტისა“ ლიდერობს. მას 138 მანდატი ხვდება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია