დონალდ ტუსკი: უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო

დონალდ ტუსკი: უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო

იმედი|imedinews.ge

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს დონალდ ტუსკი გამოეხმაურა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში X დაწერა, რომ უნგრეთი და ევროპა ისევ ერთად არიან.

„უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო! რუსებო, წადით სახლში!“, - წერს ტუსკი.

მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს როგორ ესაუბრება ის ტელეფონით „ტისას“ ლიდერს, პეტერ მადიარს და ეუბნება: „პეტერ, მე ძალიან ბედნიერი ვარ. თქვენზე ბედნიერიც კი ვარ, იცით“?

ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შედეგად, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ტისა“ ლიდერობს. მას 138 მანდატი ხვდება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია