
ტრამპი: აშშ 13 აპრილს, 10:00 საათზე ირანის პორტებში შემავალი ან გამომავალი გემების ბლოკირებას დაიწყებს
იმედი|imedinews.ge
დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ირანის პორტების ბლოკირებას დღეს, 10:00 საათზე დაიწყებს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social გამოაქვეყნა.
„ამერიკის შეერთებული შტატები ირანის პორტებში შემავალი და იქიდან გამომავალი გემების ბლოკირებას 13 აპრილს, აღმოსავლეთის დროით (ET) 10:00 საათზე დაიწყებს. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისათვის“, - დაწერა ტრამპმა.
მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტეში შემავალი და გამომავალი ყველა გემის ბლოკადას დაიწყებს.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge