დონალდ ტრამპმა რომის პაპი გააკრიტიკა

დონალდ ტრამპმა რომის პაპი გააკრიტიკა

იმედი|imedinews.ge

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რომის პაპი ლეო XIV მკაცრად გააკრიტიკა. მან დაგმო პაპის პოზიცია ირანთან ომის საკითხზე და განაცხადა, რომ პაპი „საგარეო პოლიტიკის საკითხებში აბსოლუტურად არაკომპეტენტურია“.

„ჩვენ არ მოგვწონს პაპი, რომელიც იტყვის, რომ ბირთვული იარაღის ფლობა ნორმალურია... ეს არის ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ არ ღირს იმ ქვეყანასთან დაპირისპირება, რომელიც ესწრაფვის ბირთვული იარაღის მოპოვებას მსოფლიოს გასანადგურებლად... მე არ ვარ პაპი ლეოს მხარდამჭერი“, - დაწერა ტრამპმა.

პრეზიდენტმა ამ განცხადებას, რომელიც ჟურნალისტებთან „ჯოინთ-ბეის ენდრიუსის“ ბაზაზე საუბრისას გააკეთა, მალევე საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social გამოქვეყნებული პოსტიც დაურთო.

„პაპი ლეო სუსტია კრიმინალთან ბრძოლაში და საშინელია საგარეო პოლიტიკაში და მე არ მინდა პაპი, რომელიც აკრიტიკებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს“, - დაწერა მან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია