კირ სტარმერი: დიდი ბრიტანეთი ირანის პორტების ბლოკადას მხარს არ უჭერს

კირ სტარმერი: დიდი ბრიტანეთი ირანის პორტების ბლოკადას მხარს არ უჭერს

იმედი|imedinews.ge

დიდი ბრიტანეთის პრემიერი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო ირანის პორტების ბლოკადას მხარს არ უჭერს. კირ სტარმერის თქმით, ლონდონი ფოკუსირებულია ჰორმუზის სრუტის გახსნაზე, რადგან „ეს არის გზა, რომლითაც ენერგომატარებლებზე ფასებს რაც შეიძლება სწრაფად დავწევთ“.

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ის პირადად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პასუხისმგებლად ბრიტანეთის ენერგეტიკულ გადასახადებზე მოქმედების გამო, სტარმერმა BBC-ს პირდაპირი პასუხი არ გასცა. მან აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მას შეუძლია გააკეთოს, არის ქვეყნების გაერთიანება დეესკალაციისა და სრუტის გახსნის მოთხოვნით.

მან ასევე დასძინა, რომ სწორედ ირანმა გამოიწვია ყურეში მიმოსვლის შეზღუდვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი „ომში ჩათრევას არ აპირებს“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია