მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: სომხეთმა უნდა მიიღოს ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო ჩარჩო, ეს მოიცავს სამართლებრივ სიცხადეს ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: სომხეთმა უნდა მიიღოს ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო ჩარჩო, ეს მოიცავს სამართლებრივ სიცხადეს ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: სომხეთმა უნდა მიიღოს ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო ჩარჩო, ეს მოიცავს სამართლებრივ სიცხადეს ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით

იმედი|imedinews.ge

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი სომხეთს ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღების რეკომენდაციას აძლევს.

„სომხეთმა უნდა მიიღოს ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული ჩარჩო. ეს მოიცავს: ეფექტიან მანდატსა და რესურსებს ადამიანის უფლებათა დამცველისთვის, როგორც თანასწორობის ორგანოსთვის; სამართლებრივ სიცხადეს ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით; სიძულვილის ენის წინააღმდეგ მოქმედებას“, - წერს კომისარი X-ზე.

ო’ფლაერტის მიერ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ კომისარმა პრემიერს შესთავაზა, გამოეყენებინა შესაძლებლობა და შეექმნა ძლიერი ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და მრავალფეროვანი საზოგადოების საჭიროებებს. ეს უნდა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ევროპის საბჭოსთან კონსულტაციით.

„კომისარმა ო’ფლაერტიმ ხაზი გაუსვა რამდენიმე საკითხს, რათა მომავალი კანონი სრულად შეესაბამებოდეს ევროპის საბჭოს სტანდარტებს. მნიშვნელოვანია, ადამიანის უფლებათა დამცველს მიენიჭოს მკაფიოდ განსაზღვრული მანდატი, როგორც თანასწორობის ორგანოს, კომპეტენციებით, უფლებამოსილებებითა და რესურსებით, რომლებიც აუცილებელია დისკრიმინაციასთან ეფექტიანი ბრძოლისა და თანასწორობის ხელშეწყობისთვის.

სხვა საკითხები მოიცავს: სამართლებრივი სიცხადის უზრუნველყოფას ლგბტ პირთა უფლებების დაცვაში; ორგანიზაციებისთვის ლეგიტიმური ინტერესის მქონე პირებისთვის დისკრიმინაციის წინააღმდეგ საქმეების აღძვრის ან ჩარევის შესაძლებლობას; და სიძულვილის ენის საკითხის მოგვარებას“, - აღნიშნულია ევროსაბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს

იმედი

ნათია თურნავა, დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

ნათია თურნავა, დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

იმედი

დავით მათიკაშვილი: მთავარია, რომ უნგრელმა ხალხმა ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ენდობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს

დავით მათიკაშვილი: მთავარია, რომ უნგრელმა ხალხმა ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ენდობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს

იმედი

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

იმედი