პესკოვის განცხადებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ პრაგმატულ კონტაქტებს გააგრძელებს

პესკოვის განცხადებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ პრაგმატულ კონტაქტებს გააგრძელებს

იმედი|imedinews.ge

კრემლში მოისმინეს ბუდაპეშტიდან გაჟღერებული განცხადებები დიალოგის გაგრძელების მზადყოფნის შესახებ, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. რუსეთი იმედოვნებს, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ პრაგმატულ კონტაქტებს გააგრძელებს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი დაინტერესებულია უნგრეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებით, ისევე როგორც ევროპის ყველა სხვა ქვეყანასთან.

მანამდე უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, „ტისას“ ლიდერმა პეტერ მადიარმა რუსეთთან დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია