
Politico: მადიარის გამარჯვება უკრაინისთვის ძალიან მომგებიანი შესაძლოა სულაც არ იყოს
იმედი|imedinews.ge
Politico წერს, რომ უნგრეთში პეტერ მადიარის გამარჯვება უკრაინისთვის ძალიან მომგებიანი შესაძლოა სულაც არ იყოს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მადიარს ბრიუსელთან კარგი ურთიერთობა სურს და დიდი ალბათობით, კიევისთვის ევროკავშირის 90 მილიარდ ევროიან სესხს ბლოკს მოხსნის.
თუმცა, სტატიაში ხაზგასმულია, რომ უნგრეთის ახლად არჩეული ლიდერი უკრაინისთვის უნგრული იარაღისა თუ ნაღდი ფულის გაგზავნას ეწინააღმდეგება. მადიარი არც უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებას ემხრობა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge