„ამნესთი ინთერნეიშენალის“ გენერალური მდივანი ირანის მიმართ ტრამპის მუქარაზე: რა ამაზრზენი გზავნილია. ელექტროსადგურებისა და ხიდების განადგურების შედეგად პირველ რიგში ირანელი მშვიდობიანი მოქალაქეები დაზარალდებიან

„ამნესთი ინთერნეიშენალის“ გენერალური მდივანი ირანის მიმართ ტრამპის მუქარაზე: რა ამაზრზენი გზავნილია. ელექტროსადგურებისა და ხიდების განადგურების შედეგად პირველ რიგში ირანელი მშვიდობიანი მოქალაქეები დაზარალდებიან

იმედი|imedinews.ge

„ამნესთი ინთერნეიშენალის“ გენერალური მდივანი აგნეს კალამარი აცხადებს, რომ ირანის მიმართ ტრამპის მუქარა ამაზრზენი გზავნილია. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში კალამარი წერს, რომ ელექტროსადგურების და ხიდების განადგურებით პირველ რიგში ირანის მშვიდობიანი მოქალაქეები დაზარალდებიან.

„რა ამაზრზენი გზავნილია. ელექტროსადგურებისა და ხიდების განადგურების შედეგად პირველ რიგში ირანელი მშვიდობიანი მოქალაქეები დაზარალდებიან. ელექტროენერგია, გათბობა და წყალი აღარ იქნება, თავდასხმებისგან თავის დაღწევა შეუძლებელი იქნება. პოტენციურად კასკადური ომის დანაშაულები. ეს არის დონალდ ტრამპი, მთავარსარდალი“, - აცხადებს აგნეს კალამარი.

Quel message revoltant. Les civils Iraniens seront les premiers a souffrir de la destruction des centrales electriques et des ponts: plus d’electricite, de chauffage, d’eau; incapable de fuir les attaques. Des crimes de guerre potentiels en cascade. C’est Donald Trump, le… pic.twitter.com/9tS4cNfLlY— Agnes Callamard (@AgnesCallamard) April 5, 2026
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია