
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
იმედი|imedinews.ge
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, მეუღლესთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ასევე გვირგვინით შეამკო ჰეიდარ ალიევის მონუმენტი.
ცოტა ხნის წინ კი საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან გაიმართა ილჰამ ალიევის ოფიციალური დახვედრს ცერემონია.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ილჰამ ალიევის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, რის შემდეგაც მედიასთან ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge