
ჯორჯია მელონი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ვიზიტით იმყოფებოდა
იმედი|imedinews.ge
იტალიის პრემიერ მინისტრი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ირანის წინააღმდეგ ამერიკა-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ეს სპარსეთის ყურეში ევროპელი ლიდერის პირველი ვიზიტია.
ჯორჯია მელონი, ვიზიტის წინასწარ დაანონსების გარეშე ესტუმრა საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ირანის თავდასხმების ფონზე, სამ სახელმწიფოს მხარდაჭერა გამოუცხადა. განიხილა როგორც უსაფრთხოების, ასევე ენერგოუსაფრთხოების საკითხები.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge