წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი: სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები არ შეიძლება ომის წარმოების ახალ ნორმად იქცეს

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი: სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები არ შეიძლება ომის წარმოების ახალ ნორმად იქცეს

იმედი|imedinews.ge

სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები არ შეიძლება ომის წარმოების ახალ ნორმად იქცეს, - განაცხადა წითელმა ჯვარმა.

წითელი ჯვარი შეუერთდა იმ ორგანიზაციების რიგს, რომლებიც დეესკალაციისკენ მოუწოდებენ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანულ ელექტროსადგურებსა და ხიდებზე დარტყმით დაიმუქრა იმ შემთხვევაში, თუ ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება.

„მიზანმიმართული მუქარა - იქნება ეს რიტორიკა თუ ქმედება - სასიცოცხლო მნიშვნელობის სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ, არ უნდა იქცეს ომის წარმოების ახალ ნორმად“, - ნათქვამია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტის, მირიანა სპოლიარიჩის განცხადებაში, რომელშიც მას ტრამპის ბოლოდროინდელი კომენტარები პირდაპირ არ უხსენებია.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია