
ტრამპი აცხადებს, რომ ღმერთი მხარს უჭერს აშშ-ს ირანთან ომში
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სჯერა ღვთიური მხარდაჭერისა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე დაპირისპირებაში.
გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ღმერთი მხარს უჭერს ამერიკის ქმედებებს ირანში, ტრამპმა მოკლედ უპასუხა: „დიახ“.
პრეზიდენტმა თავისი პოზიცია შემდეგი სიტყვებით განმარტა:
„ღმერთი კეთილია და მას სურს ნახოს, რომ ადამიანებზე ზრუნავენ. ღმერთს არ მოსწონს ის, რაც ხდება. არც მე მომწონს ის, რაც ხდება“.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge