
ჯეი დი ვენსის განცხადებით, მას აქვს ცნობები უნგრეთის არჩევნებში უკრაინის სპეცსამსახურების ჩარევის შესახებ
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ მას აქვს ცნობები უნგრეთში 12 აპრილს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში უკრაინის სპეცსამსახურების ჩარევის შესახებ.
„იცით, მაგალითად, უკრაინაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც პირდაპირი გაგებით, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, როდესაც 2024 წლის ნოემბერში დონალდ ტრამპმა საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, „დემოკრატებთან“ ერთად კამპანიას აწარმოებდნენ. ასე რომ, ამის შესახებ ცნობები მაქვს. მაგრამ, იცით, არ მგონია, რომ ვიქტორი ასეთ რაღაცებს მასზე გავლენის უფლებას მისცემს. მეც არ ვაძლევ მათ უფლებას ჩემზე იმოქმედონ“, - თქვა ვენსმა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge