
საბერძნეთში 15 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელების გამოყენება აეკრძალებათ
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ 2027 წლის 1 იანვრიდან 15 წლამდე ბავშვებს სოციალურ ქსელებზე წვდომა აეკრძალებათ.
საბერძნეთი გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვა ეროვნულ დონეზე დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საკანონმდებლო რეგულაცია 2026 წლის ზაფხულში გამოჩნდება, ძალაში კი 2027 წლის 1 იანვრიდან შევა.
„დარწმუნებული ვარ, ახლა ბევრი თქვენგანი, უმცროსები, ჩემზე გაბრაზდებით; თქვენს ასაკში მეც ალბათ ასე ვიგრძნობდი თავს, მაგრამ ჩვენი როლი ის კი არ არის, რომ სასიამოვნოები ვიყოთ“, მიმართა მიცოტაკისმა ბავშვებს.
მთავრობის მეთაურმა ასევე დასძინა, რომ საბერძნეთი მოუწოდებს ევროკავშირს, მსგავსი ზომები მთელი გაერთიანების მასშტაბით დაამტკიცოს.
ანალოგიური აკრძალვა უკვე მოქმედებს ავსტრალიაში, მის შემოღებაზე ფიქრობენ დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, დანიაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge