მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რატი იონათამიშვილი: იმ ტრადიციებისგან, რაც საქართველოს და გერმანიას საგარეო მიმართულებით გააჩნია, სრულად ამოვარდნილია, გერმანიის ელჩის საქმიანობა
რატი იონათამიშვილი: იმ ტრადიციებისგან, რაც საქართველოს და გერმანიას საგარეო მიმართულებით გააჩნია, სრულად ამოვარდნილია, გერმანიის ელჩის საქმიანობა

რატი იონათამიშვილი: იმ ტრადიციებისგან, რაც საქართველოს და გერმანიას საგარეო მიმართულებით გააჩნია, სრულად ამოვარდნილია, გერმანიის ელჩის საქმიანობა

იმედი|imedinews.ge

გერმანიის და საქართველოს დიპლომატიის ურთიერთობები ჩვენთვის ძალიან ძვირფასია და მას საკმაოდ მდიდარი და საინტერესო ორმხრივი ისტორია გააჩნია, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ იმ ტრადიციებისგან, რაც საქართველოს და გერმანიას საგარეო მიმართულებით გააჩნია, სრულად ამოვარდნილია, გერმანიის ელჩის საქმიანობა.

„გერმანიის ელჩი ნამდვილად არღვევს არა მხოლოდ ვენის კონვენციას, არამედ ელემენტარულ დიპლომატიურ ეთიკასაც კი, როდესაც არა მხოლოდ მხარდამჭერი ხდება ხოლმე რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის და ნარატივის, არამედ წამახალისებელიც კი ხდება ხოლმე ძალადობის შემცველი გზავნილებისა, თუ ინფორმაციის, რითაც ხშირ შემთხვევაში რადიკალური ოპოზიცია არის დაკავებული.

სამწუხარო ფაქტია და ნამდვილად არ შეესაბამება და არ შეეფერება დიპლომატიურ სტანდარტს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ზოგადად ევროპული ბიუროკრატიის ნარატივს იმეორებს ხოლმე ეს ადამიანი. ჩვენს საზოგადოებას რომ ვკითხოთ ეს ადამიანი ემსახურება თუ არა ქართულ-გერმანული ურთიერთობების განმტკიცებას და გაძლიერებას, რასაკვირველია ამაზე პასუხი იქნება, რომ ამ მხრივ მისი საქმიანობა არა თუ გამორჩეული, არამედ ანტი საქმიანობაა.

იმ ევროპული ბიუროკრატების ნარატივში, რომლებიც პირდაპირ ცდილობენ, რომ შელახონ ჩვენი სუვერენიტეტი და ძალადობის სპონსორებად გვევლინებიან ხოლმე, მათთან თანხვედრაშია. ამიტომ საზოგადოებამ ამ კითხვაზე ძალიან კარგად იცის პასუხი. ეს ადამიანი იმეორებს არა ქართულ-გერმანული თანამშრომლობის სულისკვეთებას, არამედ იმ რეზოლუციების სულისკვეთებას, რასაც იუკნევიჩიენსგან ვხედავთ და სამწუხაროდ ის კოლექტიური იუკნევიჩიენეს სამსახურში უფროა, ვიდრე საქართველოს და გერმანიის ურთიერთობებში“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანული მედია: ირანი მუშაობს „საპასუხო რეაგირებაზე“ ლიბანზე ისრაელის თავდასხმის შემდეგ

ირანული მედია: ირანი მუშაობს „საპასუხო რეაგირებაზე“ ლიბანზე ისრაელის თავდასხმის შემდეგ

იმედი

The Wall Street Journal: ირანმა შუამავლებს შეატყობინა, რომ ისლამაბადში შეხვედრა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაზეა დამოკიდებული

The Wall Street Journal: ირანმა შუამავლებს შეატყობინა, რომ ისლამაბადში შეხვედრა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაზეა დამოკიდებული

იმედი

ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებები ძალიან მალე შედგება

ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებები ძალიან მალე შედგება

იმედი

რატი იონათამიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: როდესაც ადამიანები ათეულობით სამართალდარღვევას ჩადიან, არ ინანიებენ დანაშაულს, ნებისმიერი სახის ჰუმანური აქტი ასეთი ადამიანების მიმართ, მათ გამოსწორებას არ შეუწყობს ხელს