
ჰეგსეტი აცხადებს, რომ ჩინეთმა აშშ დაარწმუნა, რომ ირანს იარაღს არ გაუგზავნის
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩინეთი ირანისთვის იარაღის მიწოდებას გეგმავს. მისი თქმით, აშშ-მა მიიღო გარანტია, რომ ეს არ მოხდება.
„პრეზიდენტ ტრამპს ძალიან მტკიცე და პირდაპირი ურთიერთობა აქვს ჩინეთის პრეზიდენტთან და მათ ამ საკითხზე კომუნიკაცია ჰქონდათ. ჩინეთმა დაგვარწმუნა, რომ ეს არ მოხდება“, - განაცხადა ჰეგსეტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
გასულ კვირას CNN-მა ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ჩინეთი მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ირანისთვის საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემების მიწოდებას ამზადებდა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge